27 დეკემბერი 2024,   07:43
ვრცლად
„ეს მოსალოდნელი დასკვნა იყო, რომ ჩანაწერები ავთენტურია“ - ბოკერია ლონდონში ჩატარებულ ექსპერტიზაზე საუბრობს

„ეს მოსალოდნელი დასკვნა იყო, რომ ეს ჩანაწერები ავთენტურია,“ - ეს განცხადება ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან და ლონდონში ჩატარებულ ექსპერტიზასთან დაკავშირებით გააკეთა. 

ლონდონში ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადასტურა იმ ჩანაწერების ავთენტურობა, სადაც საუბარია „ქართული ოცნების“ ფონდში თითოეული კოლოფი სიგარეტიდან წასულ თანხაზე. ასევე, სადაც ლაპარაკია იმაზე, რომ შავი ფულის გადახდის შემდეგ თბილისის თამბაქოს მრავალმილიონიანი საბიუჯეტო დავალიანება ჩამოაწერეს.

დიდი ბრიტანეთის საექსპერტო ბიუროდან „ომეგა ჯგუფისთვის“ გამოგზავნილ დასკვნასთან დაკავშირებით გიგა ბოკერია ამბობს, რომ ჩანაწერების ავთენტურობის დადასტურება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

„ბუნებრივი იყო და მოსალოდნელი, რომ დადასტურდა ეს ავთენტურობა. ისედაც ნათელი იყო კონტექსტიდან გამომდინარე, ამ საუბრების შინაარსიდან გამომდინარე და რაც ყველაზე უფრო მთავარია, რეალურ ცხოვრებაში მომხდარი მოვლენებიდან გამომდინარე, რომ ეს საუბრები საერთო ჯამში გამოხატავდა იმ ძალიან მძიმე რეალობას, კორუფციულ, სისტემურ, ინსტიტუციონალურ, ვერტიკალურ კორუფციას პირველი პირიდან, ივანიშვილიდან მოყოლებული ქვემომდე. ეს აბსოლუტურად არ არის მოულოდნელი. ეს მოსალოდნელი დასკვნა იყო, რომ ეს ჩანაწერები ავთენტურია,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

დღის ამბები