თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ადასტურებს, რომ საუდელი დისიდენტის გაუჩინარების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საუდის არაბეთის საკონსულოში ჩხრეკა ჩატარდება.
ჯამალ ხაშოგი საკონსულოს შენობაში გასულ კვირას შევიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს. თურქეთში არ გამორიცხავენ, რომ ჟურნალისტი მოკლულია.
საუდის არაბეთი კი მის გაუჩინარებასთან კავშირს უარყოფს და ირწმუნება, რომ ხაშოგიმ საკონსულო მალევე დატოვა. თურქული მხარე კი აცხადებს, რომ შენობიდან გამოსული ის არავინ უნახავს.
ჯამალ ხაშოგი სტატიებს ვაშინგტონ პოსტში წერდა და საუდის არაბეთის ხელისუფლებას აკრიტიკებდა.