27 დეკემბერი 2024,   07:47
ვრცლად
გორის მერის სკანდალური განცხადებას აგვისტოს ომზე - ოპოზიცია კოტე თავზარაშვილს იმპიჩმენტით ემუქრება

გორის მერის სავარძელი შესაძლოა, დევნილთა დასახლებაში გაკეთებულ ხმაურიან განცხადებებს შეეწიროს.

აგვისტოს ომის დაწყებაში და ცხინვალის დაბომბვაში საქართველოს ხელისუფლება გორის მერმა, კოტე თავზარაშვილმა, დევნილებთან შეხვედრისას დაადანაშაულა.

ვიდეოჩანაწერში, რომელიც ტელეკომპანია თრიალეთმა გაავრცელა, კოტე თავზარაშვილი მოსახლეობას უხსნის, რომ პირველი ცეცხლი ცხინვალის მიმართულებით ქართლმა მხარემ გახსნა. გორის მერი რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებულებს არწმუნებდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ტრაგედიის თავიდან აცილება შეეძლო.

ქართული ოცნების ადგილობრივმა ლიდერმა კონდოლიზა რაისზე საუბრისას რასისტული გამონათქვამები გამოიყენა.

გორის მერმა დღეს ბოდიში მხოლოდ რასისტული ლექსიკის გამო მოიხადა. კოტე თავზარაშვილი განმარტავს, რომ 10 წლის წინანდელ ტრაგიკულ მოვლენებს ისევე აფასებს, როგორც ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი.

გორის მერს, საკუთარი ქვეყნის ომის ინიციატორად გამოცხადების გამო, საკრებულოს წევრების მძიმე კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს. კოტე თავზარაშვილს ოპოზიცია იმპიჩმენტით ემუქრება.

მერი ამბობს, რომ ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს გააგრძელებს. უახლოეს მომავალში რეგიონში წინასაარჩევნო შეხვედრებს იწყებს სალომე ზურაბიშვილიც.

დღის ამბები