27 დეკემბერი 2024,   03:16
ვრცლად
გაფლანგული მილიონები - კახეთში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის ნასესხები თანხა უშედეგოდ დაიხარჯა

კახეთში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის ნასესხები თანხა უშედეგოდ დაიხარჯა. პროექტის თანახმად, ევროპის საინვესტიციო ბანკისგან მუნიციპალური განვითარების ფონდმა 40 მილიონი ევრო ისესხა. ამ თანხით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წყლის მომარაგების პრობლემა უნდა მოგვარებულიყო. კახეთის სამ რაიონში, საგარეჯოში, ახმეტასა და თელავი კურდღელაურში 29 მილიონი უნდა დახარჯულიყო და მოსახლეობას 24 საათიანი წყალმომარაგება ჰქონოდა.

პროექტის ვადების მიხედვით, ონკანებიდან უწყვეტი წყალი კახეთში უკვე უნდა მოდიოდეს. საგარეჯოში წყლის ახალი მილები ეზოებამდეა მიყვანილი, თუმცა სამუშაოები ერთი წლის წინ ამ მდგომარეობაში გაჩერდა და აღარც გაგრძელებულა.      

აღნიშნული საკითხი ეჭვობენ შეისწავლა და დათვალა "აიფაქტისგამომძიებელ-ჟურნალისტთა ჯგუფმა. აღმოჩნდა რომ კახეთის არც ერთ რაიონში საქმე ბოლომდე მიყვანილი არ არის. ზოგ ადგილას მხოლოდ მილებია გამოცვლილი და ზოგ ადგილას მხოლოდ ახალი რეზერვუარი დგას, თუმცა სისტემა არ მუშაობს, თანხები კი აღარ არის.

რამდენი მილიონი არის კიდევ საჭირო 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის უცნობია, კითხვებს არც მუნიციპალური განვითარების ფონდი და არც გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიაში არ პასუხობენ.

 

დღის ამბები