27 დეკემბერი 2024,   07:10
ვრცლად
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა გაეროში თანამდებობა დატოვა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა გაეროში თანამდებობა დატოვა. ნიკი ჰეილი დღეს ოვალურ კაბინეტში დონალდ ტრამპმა მიიღო და მისი მოთხოვნად დააკმაყოფილა.

ოფიციალური მიზეზი არ სახელდება, თუმცა, თავად ნიკი ჰეილიმ მხოლოდ ის განაცხადა, რომ დროებით ტაიმ აუტის აღება სურს.

დონალდ ტრამპმა მას გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და უთხრა, რომ ადმინისტრაციაში შეუძლია ნებისმიერ პოსტზე დაბრუნდეს.

ნიკი ჰეილი მოვალეობას წლის ბოლომდე შეასრულებს. მის შემცვლელს კი დონალდ ტრამპი ორ-სამ კვირაში დაასახელებს.

ნიკი ჰეილის გადადგომა მოულოდნელი აღმოჩნდა სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოსთვის და ტრამპის მრჩევლის, ჯონ ბოლტონისთვის.

დღის ამბები