27 დეკემბერი 2024,   07:06
ვრცლად
"ქართული ოცნება" ჩართულია არაფორმალურ მმართველობაში და ზოგიერთ მათგანს პერსონალურად ეტკინა ჩვენი განცხადება" - გიორგი მშვენიერაძე

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ხელმძღვანელი მმართველი გუნდის მიერ მესამე სექტორის კრიტიკას ეხმაურება.

გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ როგორც ჩანს, ქართული ოცნების ზოგიერთ წევრს ზედმეტად მოხვდა გულზე ის განცხადებები, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააკეთეს და რომელი არაფორმალურ მმართველობას ეხებოდა.

„მაინცდამიანც არ განვიცდი იმას, რომ ხელისუფლების კრიტიკის ნიაღვარი წამოვიდა ჩვენს წინააღმდეგ იმიტომ, რომ მგონია, რომ ძალიან სწორი განცხადება გავაკეთეთ და ამის შედეგია ეს.  ჩვენი განცხადება იყო იმის ასახვა, რომელშიც თავადაც ცხოვრობენ, მათ შორის ცხოვრობს პარლამენტის თავმჯდომარე, ცხოვრობს ქართული ოცნების ზოგი პოლიტიკოსი და ზოგი პოლიტიკაში შეცდომით მოხვედრილი ადამიანია და არიან  ერთიანად ჩართული არაფორმალურ მმართველობაში და სწორედ ზოგიერთ მათგანს, მათ შორის პერსონალურად ეტკინა ჩვენი განცხადება,“ - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ და აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძემ შესანიშნავად იცი, რომ ის პარლამენტის თავმჯდომარე არის იმიტომ კი არა, რომ ხალხმა აირჩია, არამედ იმიტომ, რომ ასე გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვილმა.

მშვენიერაძე აცხადებს, რომ აპელირება იმაზე, რომ საზოგადოება არ იცნობს რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციას, არასერიოზულია, რადგან მესამე სექტორი არ იბრძვის რეიტინგებისთვის და პოლიტიკური ასპარეზისთვის.

ამავე თემაზე
დღის ამბები