26 დეკემბერი 2024,   23:40
ვრცლად
"შავი ფული", ელიტურ კორუფცია და „რუსთავი 2“-ის საქმე - გაერთიანებული ოპოზიციის წევრები სტრასბურგში შეხვედრებს მართავენ

გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია"-ს წევრები სტრასბურგში შეხვედრებს მართავენ. შეხვედრაზე განსახილველი საკითხები ეხება არათანაბარ და არაკონკურენტულ წინასაარჩევნო გარემოს, "შავ ფულს" და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, თავდასხმას მესამე სექტორზე, ელიტურ კორუფციას „ომეგას“ საქმის მაგალითზე და „რუსთავი 2“-ის საქმეს. 

პაატა დავითაიას და ზურაბ ხარატიშვილი ვენეციის კომისიისა და ევროსაბჭოს წარმომადგენლებს შეხვდნენ. 

”საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე ამბობს, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს, ასევე მიმდინარე საარჩევნო პროცესებს.

„ვილაპარაკეთ წინასაარჩევნო გარემოზე, იმ ხარვეზებზე, თუ როგორ მიმდინარეობს საარჩევნო პროცესები. საუბარია იგივე მედია გაშუქებაზე, „რუსთავი 2“-ის საქმეზე, გვქონდა საუბარი ტელეკომპანია „იბერიის“ ირგვლივ შექმნილ სიტუაციაზე. ჩვენ გადავეცით გარკვეული მასალები, რაც ეხება თუ როგორ მიმდინარეობდა ზეწოლა „ომეგა ჯგუფზე“. საუბარია აგრეთვე იმ შავ ფულზე, რომელიც მედია საშუალებით გამოვლინდა, განსაკუთრებით მედიკოსებთან დაკავშირებით,“ - განაცხადა პაატა დავითაიამ.

შეხვედრის შესახებ განცხადება გააკეთა პოლიტიკური გაერთიანების ”სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის” თავმჯდომარემ, ზურაბ ხარატიშვილმა. მისი თქმით, შეხვედრის დროს, ყურადღება გაამახვილეს შავ სალაროზე, რომელითაც არჩევნების დაფინანსება ხდება.

„განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ იმ შავი სალაროს არსებობაზე, რომლითაც არჩევნები ფინანსდებოდა. ამითი ხდება უთანასწორო გარემოს ჩამოყალიბება. ჩვენ გვქონდა საუბარი და მათი მხრიდანაც საკმაოდ შემაშფოთებლად მიიჩნიეს ის, რომ თავდასხმა ხდება არასამთავრობო სექტორზე და იმ არასამთავრობოებზე, რომელთა დაკვირვების პროცესსაც ისინი ძირითადად ეყრდნობიან და მათ შეფასებებსაც იზიარებენ ხოლმე ძირითადად. პრაქტიკულად, ჩვენ გავაცანით ის ზოგადი გარემო, რომელიც ხდება და ჩვენი მოლოდინები, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება მოხდება მომავალ არჩევნებზე,“ - განაცხადა ზურაბ ხარატიშვილმა.

 

 

 

 

დღის ამბები