26 დეკემბერი 2024,   23:37
ვრცლად
„საუბარი იყო ყველასთვის ცნობილ ჩანაწერებზე" - "ომეგა ჯგუფის" საქმის დეტალები მესამე სექტორმა ზაზა ოქუაშვილისგან მოისმინა

„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი, ზაზა ოქუაშვილი, არასამთავრობო სექტორის შეკითხვებს დღეს სკაიპით პასუხობდა. მესამე სექტორის მთავარი ინტერესი, სახელმწიფო რეკეტის საქმის კონკრეტულ დეტალებს და ბიზნესზე ზეწოლის საქმეში, დამოუკიდებელი მედიის როლს შეეხებოდა.

„ჩემი ინტერესი იყო კავშირი იბერიის როგორც ტელევიზიისა და ომეგა ჯგუფის როგორც კომპანიის საქმეებს შორის.  მე დავსვი ეს კითხვა და მივიღე დამატებითი ინფორმაცია ბატონი ზაზასგან. და ეს იყო ჩემთვის ძალიან საინტერესო ინფორმაცია. ჩვენი შეთავაზება იყო ასეთი, რომ თავის საუბრებში თუ  ოფიციალურად გავრცელებულ მასალებში ბატონი ზაზა იქნება თუ ქალბატონი  ნატო უფრო მეტი აქცენტები გაკეთდეს, პირადად მე ვისურვებდი, რომ ეს აქცენტი გაკეთდეს იბერიის როგორც ტელევიზიის თემაზე და რა კავშირი არსებობს,“- განაცხადა ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ წევრმა ხატია ჯინჯიხაძემ

კითხვები ზაზა ოქუაშვილთან ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსაც“ ჰქონდა. ორგანიზაციის დირექტორის მოადგილე აცხადებს, რომ მან "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებლისგან მოისმინა ბევრი საინტერესო დეტალი. ასევე მიიღო პირობა რომ ინფორმაციას დაწვრილებით წერილობითაც მიიღებდა.

„საუბარი იყო ყველასთვის ცნობილ ჩანაწერებზე და ყველასთვის ცნობილ ინფორმაციაზე, რომელიც გავრცელდა ბოლო დღეების და კვირების განმავლობაში. რაღაც დამატებითი დეტალები მივიღეთ და უფრო მეტის გამოგზავნას წერილობით დაგვპირდა ბატონი ოქუაშვილი. ჩვენი ინტერესი არის ის პარალელური სტრუქტურები და კორუფციული სქემები რომელიც ამ ქვეყანაში მოქმედებს. რომელშიც ბატონი ივანიშვილი და სხვა პირები შესაძლოა იყვნენ ჩართული. რომელიც ძირს უთხრის ამ ქვეყანაში ინსტიტუტებს და სახელმწიფოს,“-განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გიორგი ონიანმა.

სკაიპკონფერენციაში 7 არასამთავრობო ორგანიზაცია მონაწილეობდა.

  

დღის ამბები