26 დეკემბერი 2024,   23:40
ვრცლად
„ერთი გზა მიდის ჯოჯოხეთისკენ, ერთი გზა მიდის მომავალი საქართველოსკენ“ - შალვა ნათელაშვილი თელავში ამომრჩევლებს ხვდება

"ლეიბორისტული" პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი შეხვედრებს თელავში მართავს.

შალვა ნათელაშვილმა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე საზოგადოებას საკუთარი საარჩევნო პროგრამა და პრიორიტეტები გააცნო.

პრეზიდენტობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ 28 ოქტომბრის არჩევნები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ქართველმა ხალხმა სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

„ამ ადგილას წყდებოდა არაერთხელ საქართველოს ბედი. იგეგმებოდა გამარჯვებები და აქ დააბიჯებდნენ ჩვენი დიდი წინაპრები: პატარა კახი, სოლომონ ლეონიძე, დოდაშვილი, ილია ჭავჭავაძე, ალექსანდრე ჭავჭავაძე, ქაქუცა და ყველა ვისით ჩვენ ქართველობა ვამაყობთ. 28-ში გზაგასაყარზე ვართ, ერთი გზა მიდის ჯოჯოხეთისკენ, ერთი გზა მიდის მომავალი საქართველოსკენ. ამიტომ თელავმა, კახეთმა და საქართველომ, რა თქმა უნდა, უნდა აირჩიოს მომავალი საქართველო.“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დღის ამბები