26 დეკემბერი 2024,   23:37
ვრცლად
საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ჩუღურეთში, კლდიაშვილის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა

გაერთიანებული ოპოზიციის მოძრაობა "ძალა ერთობაშია"-ს საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ჩუღურეთში, კლდიაშვილის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. პრეზიდენტობის კანდიდატმა მოქალაქეებს მოძრაობის ხედვები გააცნო.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ქვეყანა იმართება ივანიშვილის მაფიოზური კლანის მიერ, რომელიც ძარცვავს ხალხს და ქვეყანაში მარიხუანის პლანტაციების გაშენებას გეგმავს.

პრეზიდენტობის კანდიდატი ამბობს, რომ 28 ოქტომბრიდან დაიწყება ხელისუფლების ჩანაცვლების პროცესი და ხელისუფლებაში მოვა ეროვნული კოალიციური მთავრობა, რომელიც გაატარებს ძირეულ რეფორმებს, სახელმწიფო ბიუჯეტი იქნება ორიენტირებული განათლებას, ჯანდაცვას და მოქალაქეთა სოციალურ საჭიროებებზე.

მთავარი პრიორიტეტი კი მიუკერძოებელი მართლმსაჯულება, ქვეყნის მრავალპარტიული მმართველობა და ადამიანის უფლებების დაცვის პროცესში, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართვა იქნება. 

„გელაპარაკებიან ორ რაღაცაზე. არჩევნებში გამარჯვებაზე და რომ არ მივცეთ შესაძლებლობა ე.წ. ხელისუფლებას გააყალბოს ეს არჩევნები და მეორე, განათლება ბავშვებისთვის. აი, რა აღელვებს დღეს ყველაზე უფრო ჩუღურეთში საქართველოს მოქალაქეს,“ - განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ.

განცხადება გააკეთა ”ახალი საქართველოს” თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ. 

„კონსენსუსია თითქმის საზოგადოებაში, რომ ქართულმა ოცნებამ თავის თავი ამოწურა თავისი მავნებლური დამოკიდებულებით, იმ ვიწროკლანური მმართველობით, რაც ქვეყანაშია. ქვეყანამ 28 ოქტომბრიდან უნდა დაიწყოს ახალი განვითარების ეტაპი,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები