26 დეკემბერი 2024,   23:34
ვრცლად
ცხვრების მასობრივი დახოცვის ფაქტი სოფელ იორმუღანლოში - მოსახლეობა უცხოელ ინვესტორებს ადანაშაულებს

ცხვრების მასობრივი დახოცვის ფაქტი სოფელ იორმუღანლოში - მეცხვარეების ინფორმაციით, 50 ცხვარი უკვე დახოცილია და დაახლოებით, 100-150 სული კი მოწამლული. მოსახლეობა მომხდარში უცხოელ ინვესტორებს ადანაშაულებს.

მათი ინფორმაციით, ერთ-ერთმა მეცხვარემ ადგილზე, სავარაუდოდ, თაგვის წამალი იპოვა, რომელიც ხორბალში არის შერეული.

ადგილობრივები ამბობენ, რომ დაპირისპირება ინვესტორებთან რამდენიმე თვის წინ მას შემდეგ დაიწყო, რაც ტერიტორია გაიყიდა, ახალმა მფლობელებმა კი ადგილობრივებს საძოვრებით სარგებლობა აუკრძალეს.

„იორმუღანლოს გარშემო ირანელს შესყიდული აქვს, საკუთრებაში აქვს ნაკვეთი. ტრასა იყო ჩაკეტილი, ის ტრასა ჩვენ გავხსენით... ჩვენ ფაქტი გვაქვს, რომ წამალი გაშალეს,“- განაცხადა მაჰმად ქარიმოვმა.

სოფელ იორმუღანლოში საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და სამართალდამცველები მუშაობენ.

ცხვრების მასობრივი დახოცვის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.

 

 

დღის ამბები