27 დეკემბერი 2024,   03:45
ვრცლად
„ოცნება“ გასაშვებია, "ნაცმოძრაობა" არმოსაშვებია - დავით უსუფაშვილი ზუგდიდში მხარდამჭერებს შეხვდა

პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ზუგდიდში მხარდამჭერებს საარჩევნო პროგრამა გააცნო. დავით უსუფაშვილმა შეხვედრაზე ხელისუფლება გააკრიტიკა და განაცხადა ქვეყანაში წამყვანი ინსტიტუტები ჩამოშლილია.

მისი თქმით, მმართველი ხელისუფლება ჩაფლულია კორუფციულ სქემაში და ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკაში.

შეხვედრაზე "ქართული ოცნების" მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობისთვის შეუფერებელი კანდიდატი უწოდა.

„ჩემი მთავარი გზავნილია ის, რომ უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში სახელმწიფობანას თამაში, „ოცნება“ გასაშვებია, ნაცმოძრაობა არმოსაშვებია. ამიტომ არმოსაშვებსა და გასაშვებს შორის კი არ უნდა გაკეთდეს არჩევანი, არჩევანი უნდა გაკეთდეს ქვეყნის წინ წამყვან ლიდერებს და პოლიტიკურ ძალებს შორის,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 

დღის ამბები