27 დეკემბერი 2024,   04:01
ვრცლად
საპრეზიდენტო კანდიდატი კახა კუკავა ფოთელ ამომრჩეველს შეხვდა

პარტია ,,თავისუფალი საქართველოს” საპრეზიდენტო კანდიდატი კახა კუკავა დღეს ფოთელ ამომრჩეველს შეხვდა.

მან მხარდამჭერებს ის გეგმები გააცნო, რომლის განხორციელებასაც გაპრეზიდენტების შემთხვევაში აპირებს. კახა კუკავა ,,რუსთავის 2”-ის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმასაც გამოეხმაურა და მომხდარი ფაქტი დაგმო.

„ყველა მთავრობას თავის ამოჩემება ჰქონდა, ზოგს ანაკლია, ზოგს ბათუმი და ფოთი დარჩა უყურადღებოდ,მაშინ, როდესაც თავიდან როცა დაიწყო საქართველოში რკინიგზის გაყვანა, იმ დროიდან მოყოლებული ანუ 150 წლის წინ დაიწყო შეფასება, რომ ფოთი უნდა ყოფილიყო მთავარი საზღვაო პორტი.

ჩვენი მიდგომაა, რომ ადგილზე წარმოება უნდა იქნას 2 წლის ვადით გათავისუფლებული გადასახადებისგან და ყველა სფეროში ჩვენ უნდა წავახალისოთ ადგილობრივი მეწარმეობა და არა იმპორტიორი, არა უცხოელი, არა ემიგრანტი,“-განაცხადა კუკავამ.   

დღის ამბები