19 აპრილი 2024,   09:44
ვრცლად
"შური, ღვარძლი" - დავით სერგეენკო სალომე ზურაბიშვილის კონკურენტებს რევანშის მცდელობაში ადანაშაულებს 

„არჩევანში თქვენ ვერავინ შეგიყვანთ შეცდომაში,“- ასე მიმართა ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ წალკაში მოსახლეობას, სადაც „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ამომრჩეველს შეხვდა.

სერგეენკომ ზურაბიშვილი დადებითად დაახასიათა და მის წარმომავლობაზე გაამახვილა ყურადღება. ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბიშვილის კონკურენტები რევანშის სურვილის ქონაში დაადანაშაულა.

„თუ ვინ არის ადამიანი, რომელსაც თავისი ჩამომავლობით, თავისი მთელი ცხოვრებით, ქმედებით, შედეგებით უნდა თავისი ქვეყნის განვითარება და იბრძოდა თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის თვითონ და მისი წინაპრები, მეორე მხრივ, ადამიანები, რომელთაც ამოძრავებთ მხოლოდ შური, მხოლოდ რევანში, რევანშის სურვილი და მხოლოდ ღვარძლი,“- განაცხადა დავით სერგეენკომ.

ამავე თემაზე
დღის ამბები