27 დეკემბერი 2024,   03:52
ვრცლად
ჩანაწერები ადასტურებს, რომ 2012 წლის არჩევნები რუსული სცენარი იყო - სააკაშვილი სკანდალურ ფარულ ჩანაწერებს ეხმაურება 

ახალ ფარულ ჩანაწერებს, საიდანაც ირკვევა, როგორ გეგმავდა ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დამხობას, მესამე პრეზიდენტი ეხმაურება.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ჩანაწერებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ 2012 წლის არჩევნები იყო რუსული სპეცოპერაცია, რომლის მთავარი დასაყრდენი ვანო ჩხარტიშვილი იყო.

"არაა დაფარული, რომ არა გაცხადდეს - ჩხარტიშვილი ჩემი პრეზიდენტობის დასაწყისში შეეცადა ბიზნესის დარეკეტებას, მაგრამ არ გამოუვიდა, ეს ანაბრების ქურდი და შევარდნაძის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი. 

გაიქცა ინგლისში და შემდეგ იყო ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი ივანიშვილის 2012 წლის საარჩევნო კამპანიის.

2012 წელს ახლა ყველაფერი ნათელი ხდება ივანიშვილის არჩევნები იყო ერთი დიდი რუსული სპეცოპერაცია თავის ჩანაწერებით,თავის შესრულებით, თავის პროპაგანდით, თავის ფულით და ყველაფრით. მოკლედ, შეგვისრულეს რუსებმა.

მერე ივანიშვილმა ერს დაუფასა. ჩხარტიშვილი დააბრუნეს და მისცეს უამრავი ქონება მიწები საწარმოები ბიუჯეტისა და სხვა ბიზნესმენების ხარჯზე, ქართველი ხალხის საკუთრების ხარჯზე.

ახლა ჩვენ გვიტარებენ მეორე რუსულ სპეცოპერაციას სალომე ზურაბიშვილის სახით, სადაც ასევე ძალიან აქტიურია ჩხარტიშვილი, რომელიც გახდა, ფარცხალაძესთან ერთად და უჩასთან ერთად ივანიშვილის მთავარი რეკეტიორი და ახლა უკვე საბოლოოდ უნდა მოამთავრონ ქართული სახელმწიფო.

ის შეცდომები, რომელიც ჩვენ დავუშვით 2012 წელს ქართველმა ხალხმა აღარ უნდა გაიმეოროს და აღარ უნდა გაამარჯვებინოს ჩხარტიშვილებს, უჩებსშმაგებს, სალომე ზურაბიშვილებს და რაც მთავარია ივანიშვილს და მის პატრონებს რუსეთში

საქართველომ უნდა დაიბრუნოს თავის ღირსება, საქართველო ვეღარ უნდა დაამცირონ ვეღარ უნდა მოატყუონ ვეღარ უნდა ჩაკლან ის სიღარიბეში. ჩვენა მ სიღარიბიდან ამოვალთ აუცილებლად, ჩვენ ვიქნებით. სწრაფად განვითარებადი ქვეყანა დემოკრატიული მექანიზმებით,პირდაპირი დემოკრატიით, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემით,ხალხის თანასწორობით და ხალხის ინტერესებში მოქმედი ხელისუფლებით, ესენი აორთქლდებიან, როგორც შარშანდელი თოვლი“- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

დღის ამბები