27 დეკემბერი 2024,   03:38
ვრცლად
საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმება - დავით ბაქრაძე სტრასბურგში შეხვედრებს მართავს

"ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატი სტრასბურგში შეხვედრებს მართავს. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, დავით ბაქრაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებთან საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების საკითხს განიხილავს.

დავით ბაქრაძე დღეს ბერძენ დეპუტატს, საბერძნეთის პარტია ახალი დემოკრატების ემიგრაციის საკითხებში ჩრდილოვან მინისტრს მილტადის ვარვიოციოტისს შეხვდა.

„საბერძნეთში ათასობით ქართველს ვმასპინძლობთ, სამწუხაროდ ბევრ მათგანს ლეგალური სტატუსი არ აქვს. ჩვენთვის როგორც საბერძნეთის მომავალი მთავრობისთვის, ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება რომ მივაღწიოთ ორმხრივ შეთანხმებას ლეგალურ ემიგრაციაზე. საბერძნეთი არის ღია სახელმწიფო მათთვის ვისაც მუშაობა უნდა, მაგრამ არა მათთვის ვინც ჩვენს კანონებს არღვევს,“ - განაცხადა მილტიადის ვარვიციოტისიმ.

ქართველების ლეგალურ დასაქმებაზე ესაუბრა „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი ლიტველ დეპუტატს, ემანუელ ზინგერისს.

„დავით ბაქრაძის ინიციატივა რომ ქართველებს ევროკავშირის ქვეყნებში ლეგალური დასაქმების შესაძლებლობა ჰქონდეთ, არის ძალიან კარგი. ის მრავალ ევროპელ ლიდერს შეხვდა სწორედ ამ ინიციატივით. ამ იდეას ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ,“ - განაცხადა ემანუელის ზინგერისმა.

დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ პარლამენტარების მხრიდან გამოითქვა დაპირება, რომ ქართველების ლეგალური დასაქმების საკითხს განიხილავენ.

„დღეს მქონდა დისკუსია რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელ პარლამენტარებთან და ყველა მათგანის მხრიდან იყო ძალიან პოზიტიური აღქმა და დაპირება იმის, რომ მზად იქნებიან როგორც ევროკავშირის ფორმატში, ასევე ორმხრივ ფორმატში ქვეყნებს შორის ურთიერთობაში გაითვალისწინონ ქართველების ლეგალური დასაქმების საკითხი,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

დღის ამბები