27 დეკემბერი 2024,   03:11
ვრცლად
ავარიის გამო რუსეთმა რაკეტა „სოიუზის“ ყველა დაგეგმილი გაშვება შეაჩერა

ბოლო 43 წლის განმავლობაში მომხდარი პირველი ავარიის გამო რუსეთმა რაკეტა სოიუზის​ დაგეგმილი გაშვებები შეაჩერა.

ავარიის მიზეზების დადგენის პარალელურად, "როს-კოსმოსი" ყველა ხომალდს შეამოწმებს.

ბაიკონურის კოსმოდრომიდან სოიუზი დღეს დილით გაუშვეს, თუმცა ორ წუთში აპარატს, რომელსაც რაკეტა ორბიტაზე უნდა გაეყვანა, ძრავი გაეთიშა.

ბორტზე მყოფი რუსი და ამერიკელი ასტრონავტი ყახაზეთში, ქალაქ ჟეზკაზ-განის მახლობლად, ავარიულად დაეშვნენ.

ეკიპაჟის წევრებს დაზიანებები არ მიუღიათ.

ასტრონავტებს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე სამეცნიერო ექსპერიმენტებზე 6 თვე უნდა ემუშავათ.

დღის ამბები