27 დეკემბერი 2024,   03:18
ვრცლად
რაც დღეს გაჟღერდა, ნამდვილად არის კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშნის დამსმელი - ეკა გიგაური ფარცხალაძის ბიზნეს საქმიანობაზე 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატის განცხადებას  გამოეხმაურა, სადაც გაგი მოსიაშვილმა აღნიშნა, რომ მთავარი პროკურორი თვითმფრინავის ნაწილების ქარხანაში მუშაობს.

არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის თქმით, 2016 წელს მათ ჰქონდათ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა ებრაულ-ქართულ კომპანიასთან დაკავშირებით, რადგან იქ ოთარ ფარცხალაძის კომპანია ფიგურირებდა.

„გამჭვირვალობა-საქართველოს“ კითხვები გაუჩნდა იმიტომ, რომ კომპანიას უნდა მიეღო 85 მილიონის ინვესტიცია. გიგაურის თქმით, მათი დაინტერესების შემდეგ ფარცხალაძის კომპანია მოლაპარაკებებიდან გაქრა.

ორგანიზაციისთვის კითხვებს აჩენს დღეს გავრცელებული ინფორმაციაც, რომ ყოფილი მთავარი პროკურორის შემოსავლის ერთ-ერთ მთავარი წყაროს~ თვითმფრინავების ნაწილების ქარხანაა.

„მას შემდეგ, რაც ჩვენ გავარკვიეთ, რომ ასეთ ფაქტს აქვს ადგილი, იმიტომ, რომ ჩვენთვის ბევრი კითხვის ნიშანი დაისვა ამ ფაქტთან დაკავშირებით, თუ რა პირობებში მიიღო ზუსტად ფარცხალაძის კომპანიის მონაწილეობით პროექტმა ასეთი დიდი თანხა თანაინვესტირების ფონდიდან, გარკვეული პერიოდის შემდეგ იგი გადის უკვე ამ წილების მფლობელობიდან და ჩვენთვის ეს ინფორმაცია, რაც დღეს გაჟღერდა, ნამდვილად არის კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშნის დამსმელი იმიტომ, რომ რეალურად მაშინ, როდესაც ჩვენ ვსამდით სავარაუდო კორუფციაზე კითხვებს, აღმოჩნდა, რომ ეს პროექტი არ მიიღებდა, სავარაუდოდ, ამხელა დაფინანსებას თანაინვესტირების ფონდიდან, იქ რომ არ ყოფილიყო ბატონი ფარცხალაძე,“- განაცხადა ეკა გიგაურმა.

დღის ამბები