27 დეკემბერი 2024,   04:18
ვრცლად
ოთარ ფარცხალაძე საავიაციო ბიზნესში - საპარტნიორო ფონდი განცხადებას ავრცელებს

ოთარ ფარცხალაძის ადვოკატის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, რომ ყოფილი მთავარი პროკურორი საავიაციო ბიზნესშია და თბილისში ახლადგახსნილ თვითმფრინავის ნაწილების ქარხანაში მუშაობს, საპარტნიორო ფონდმა განცხადება გააკეთა. 

საპარტნიორო ფონდი ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ოთარ ფარცხალაძის მათთან მუშაობს არ დასტურებს.

„როიალ დეველპმენტთან“ არც საჯარო ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკების დაწყების დროს, 2015 წლის მარტში და არც მისგან მიწის გამოსყიდვის მომენტში, 2016 წლის დეკემბერში ოთარ ფარცხალაძე არ ფიგურირებდა „როიალ დეველოპმენტის“ მფლობელებს შორის,“- აღნიშნულია საპარტნიორო ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, ქარხანა რომელიც დღეს იურისტის მტკიცებით, ფარცხალაძის შემოსავლის ძირითადი წყაროა, საპარტნიორო ფონდს ეკუთვნის და ნაწილობრივ მისი მფლობელი სახელმწიფოა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები