26 დეკემბერი 2024,   23:25
ვრცლად
უცხო არ იქნებოდა - ათენში გარდაცვლილი 24 წლის გოგოს ოჯახის წევრები, მომხდარის შესაძლო მიზეზებზე საუბრობენ

ათენში გარდაცვლილი 24 წლის სოფო წიკლაური, სავარაუდოდ, წამებით არის მოკლული. გარდაცვლილის ოჯახის წევრებისთვის უცნობია, ვინ და რატომ გაიმეტა ახალგაზრდა გოგონა სასიკვდილოდ.

გარდაცვლილის ბებია, ეთერ წიკლაური ამბობს, რომ მისი შვილიშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია საბერძნეთიდან შეატყობინეს. ბაბუა, ავთო წიკლაური კი ამბობს, რომ მისი შვილიშვილი მეზობლებმა იპოვეს.

„ნახეს, კარები დაკეტილია, ვერ ხსნიან კარებს, ადგნენ და შეანგრიეს კარი მეზობლებმა, შევიდნენ და ნახეს სიტუაცია, იატაკზე გდია ბავშვი მკვდარი, შვილი კიდევ ლოგინშია, სძინავს იმას, ფაქტობრივად, გათიშული ჰყავდა... არავინ არ ვიცით, იქ რა მოხდა, რატომ აწამეს. თუ ვინმეს ჯავრი ჰქონდა იმის მეუღლის რამე, შეიძლება ამის გამო იყარეს, რომ ის დაკავებული იყო. იმის ამხანაგები, ძმაკაცები ხომ ჰყავდა იმ ბიჭს იქ, შეიძლება ვინმესთან რამე ჰქონდა, უცხო არ იქნებოდა, უცხო იმ სახლს ვერ მიაგნებდა, ის არის ვინც იცოდა სად ცხოვრობდა, სოფო მარტო იყო თუ არ იყო მარტო, ეს იცოდა იმან,“ - ამბობს ავთო წიკლაური.

გარდაცვლილის ბაბუის ვერსიას, რომ მისი შვილი მოკლა იმ პირმა, რომელმაც იცოდა, რომ სოფო წიკლაურის მეუღლე დაკავებული იყო და ის ჩვილთან ერთად მარტო ცხოვრობდა ნაქირავებ ბინაში, ოჯახის ახლობლები იზიარებენ.

სოფო წიკლაური დმანისის რაიონის სოფელ განახლებაში ცხოვრობდა. ის ათენში 4 წლის წინ წავიდა. ათენში იმყოფება მისი დედაც და ორი თვის ჩვილიც. 

დღის ამბები