26 დეკემბერი 2024,   23:35
ვრცლად
„როდემდე უნდა ვიყოთ ბედნიერები იმით, რომ რუსეთს სადღაც, რაღაც პრობლემები შეექმნება?" - ბურჯანაძე

"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი, ევროსაბჭოში ქართული დელეგაციის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

ნინო ბურჯანაძის თქმით, ეს არ არის ქართული დელეგაციის დამსახურება და ქართული მხარის ინტერესებში არ უნდა შედიოდეს რუსეთის პრობლემები. პრეზიდენტობის კანდიდატმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზეც ისაუბრა.

„როდემდე უნდა ვიყოთ ბედნიერები იმით, რომ რუსეთს სადღაც, რაღაც პრობლემები შეექმნება. რას ნიშნავს რბილი ძალა, რომელიმე ფორუმი ან კონფერენცია.

იმის უნარი და აზროვნების თავი აღარ გვაქვს რომ გავარჩიოთ ვინ მართალს ამბობს და ვინ არ ამბობს მართალს? ის, რაც ქვეყანაში ხდება, ეს არის ქვეყნის აბსოლუტური ჩაფლა ჭაობში,“-ამბობს ნინო ბურჯანაძე.

დღის ამბები