27 დეკემბერი 2024,   01:32
ვრცლად
კლინიკებში გრიპის ვირუსის გართულებებით მიმართვიანობამ საგრძნობლად იმატა

კლინიკებში გრიპის ვირუსის გართულებებით მიმართვიანობამ საგრძნობლად იმატა. მედიკოსები გრიპის ვირუსის უკვე გახშირებულ შემთხვევებზე საუბრობენ. 

ოქტომბერი გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო აცრისთვის საუკეთესო თვეა, რის გამოც დაავადებათა კონტროლის ცენტრი, მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

მედიკოსების თქმით, განსაკუთრებით მომატებულია რინოვირუსები, კორონავირუსები, პარაგრიპები და სხვა რესპირატორული დაავადებები. გრიპის ვირუსის ცირკულაციის გააქტიურებას კიდევ უფრო ელოდებიან ზამთრის სეზონის ბოლომდე.

ჯანდაცვის უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ აუცილებლად ჩაიტარონ გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები, განსაკურებით ქრონიკული დაავადებების მქონე პირებმა და მცირეწლოვნებმა.

ექიმების თქმით, ამ ვაქცინის ჩასატარებლად ოქტომბერი საუკეთესო პერიოდია.

„იმისთვის, რომ მოვემზადოთ ზამთრის სეზონური გრიპისთვის, საუკეთესო საშუალება ეს არის გრიპის წინააღმდეგ ვაქცინაცია, ეს არის მიღებული ოქროს სტანდარტად, ამიტომ, ახლა არის საუკეთესო პერიოდი, რადგან ვაქცინაციიდან, დაახლოებით, 3-4 კვირა სჭირდება იმუნიტეტის ჩამოყალიბებას და სასურველია ახლავე მოვემზადოთ ზამთრის სეზონური გრიპისთვის და დავიწყოთ ფიქრი ვაქცინაციაზე,“ - განაცხადა პედიატრმა, მაია ჩხაიძემ.

მაღალი რისკის მქონე ჯგუფებისთვის გრიპის საწინააღმდეგო აცრების ჩატარებას სახელმწიფო უზრუნველყოფს. ესენი არიან დიალიზზე მყოფი პაციენტები და მათი მომვლელი პერსონალი, 18 წლამდე ასაკის დიაბეტით დაავადებულები, c ჰეპატიტით დაავადებულები, აივ-ინფიცირებულები, სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურე პერსონალი და ორსულები.

დღის ამბები