წყალდიდობის შედეგად დაზარალებული მალიორკა ესპანეთის მონარქმა მოინახულა. მეფე ფელიპე კუნძულზე დედოფალ ლეტიციასთან ერთად ჩავიდა.
მათ სტიქიის დროს დაზიანებული საცხოვრებელი სახლები დაათვალიერეს და ადგილობრივებს გაესაუბრნენ.
მონარქი და მისი მეუღლე სამაშველო ოპერაციის შტაბ-ბინაშიც იმყოფებოდნენ. წყალდიდობას კუნძულ მალიორკაზე რამდენიმე დღის წინ 12 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ბრიტანელი და გერმანელი ტურისტები.