ტრაგედია ნეპალში - ქარბუქმა ჰიმალაის მთებში ალპინისტების ბანაკი გაანადგურა.
გავრცელებული ცნობით, დაიღუპა მინიმუმ 8 მთამსვლელი, მათგან 5 სამხრეთ კორეული ექსპედიციის წევრია, 3 კი - ნეპალელი გიდი. კიდევ ერთი გამცილებელი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა, თუმცა ვარაუდობენ, რომ სტიქიის დროს ისიც დაღუპა.
ტრაგედიის ადგილზე 8 ცხედარი სამაშველო ვერტმფრენმაც შენიშნა, თუმცა, უამინდობის გამო დაშვება ვერ შეძლო.
გავრცელებული ცნობით, გარდაცვლილთა შორის ცნობილი სამხრეთ კორეელი მთამსვლელი კიმ ჩან ჰოც არის, რომელმაც მსოფლიოს 14 უმაღლესი მწვერვალი დამატებითი ჟანგბადის ბალონის გარეშე დაიპყრო.