27 დეკემბერი 2024,   01:38
ვრცლად
თავდასხმა "რუსთავი2-ის" ჟურნალისტსა და ოპერატორზე - ბრალდებულები მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა

რუსთავი2-ის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაში ორივე ბრალდებული ხაშურის სასამართლომ ორთიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ჩინური კომპანიის წარმომადგენლებისთვის აღკვეთის ღონისძიების შესახებ მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო.  

წინასასამართლო სხდომა კი 28 ნოემბრისთვის ჩაინიშნა. 

დაცვის მხარე ორივე დაკავებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა გაითვალისწინა და ორივე პატიმრობაში დატოვა. არ არის გამორიცხული, რომ გამოძიების პროცესში სხვა პირთა ბრალეულობაც გამოიკვეთოს.

დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. 

რუსთავი2-ის ჟურნალისტს, ეკა გაგუას და ოპერატორ ლევან კალანდიას ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს თანამშრომლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა იმ დროს მიაყენეს, როცა კურიერისგადამღები ჯგუფი სიუჟეტს სარკინიგზო ხაზის მშენებლობის დროს გამოვლენილ დარღვევებზე ამზადებდა.

ხმაურიანი რეპორტაჟი მაინც მომზადდა და მას მაყურებელი შაბათის კურიერში ნახავს.

დღის ამბები