27 დეკემბერი 2024,   01:40
ვრცლად
"გირჩი", შსს-ს განცხადების მიუხედავად, დედაენის ბაღში დაგეგმილი კანაფის ლეგალიზების ფესტივალის ჩატარებას მაინც გეგმავს

პოლიტიკური მოძრაობა გირჩი და მისი პრეზიდენტობის კანდიდატი, ზურაბ ჯაფარიძე, დედაენის ბაღში დაგეგმილი კანაფის ლეგალიზების ფესტივალის ჩატარებას მაინც გეგმავს.

ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტობის კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემ, შსს-ს საპასუხოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

შსს გირჩის ინიციატივას, მარიხუანას ფესტივალის ჩატარების შესახებ, პროვოკაციად და დანაშაულებრივ ქმედებად აფასებს.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ამ ფესტივალის ჩატარების უფლება სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად აქვთ.

ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ერთადერთი, ვინც კანონს დაარღვევს, თავად იქნება და მოსახლეობა საკუთარი თვალით ნახავს, როგორ აპატიმრებენ საქართველოს ისტორიაში პირველად ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატს.

„რის გაკეთებასაც მე ვაპირებ, პირადად, 20 ოქტომბერს, ასევე ვაპირებ, რომ ჩავიდინო სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი, თუმცა, ამჯერად მე არ ვარღვევ კანონს იმიტომ, რომ მე ვთვლი, რომ რასაც მე გავაკეთებ, ამის უფლება მომანიჭა საკონსტიტუციო სასამართლომ. საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილება, ჩემი და ვახო მეგრელიშვილის საქმეზე გულისხმობდა იმას, რომ მაქვს იმის გაკეთების უფლება, რის გაკეთებასაც მე ვგეგმავ 20 ოქტომბერს. დაუმორჩილებლობის აქტი გულისხმობს ორი რამის დეფაქტო ლეგალიზებას, ერთი, ეს არის დათესვა და მეორე, ეს არის კოფეშოპის მოწყობა, რაც ცხადია, გულისხმობს, რეალიზაციას,“ - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

გახარიას უწყებაში საგანგებო განცხადება დღეს გაკეთდა. სამინისტროს ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გასაღება, მოხმარება და პოპულარიზაცია კანონმდებლობით ისჯება და მსგავსი ქმედების შემთხევაში, სამართალდამცველები ადეკვატურად იმოქმედებენ.

დღის ამბები