27 დეკემბერი 2024,   01:45
ვრცლად
შეუძლია პრეზიდენტს რამე გააკეთოს? შეუძლია! - დავით ბაქრაძე წყალტუბოში მოსახლეობას შეხვდა

ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მხარდამჭერებს წყალტუბოში შეხვდა. დავით ბაქრაძემ ამომრჩეველს პროგრამის პრიორიტეტები გააცნო.

ოპოზიციის წარმომადგენელმა ადგილობრივებთან ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოზე, 28 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

დავით ბაქრაძემ მოსახლეობას საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართულობისკენ მოუწოდა.

„წყალტუბო არის გამოუყენებელი პერსპექტივის მაგალითი. შეუძლია პრეზიდენტს რამე გააკეთოს? შეუძლია იმიტომ, რომ პრეზიდენტს აქვს ძალიან ბევრი უცხოური ვიზიტი და ყველა ვიზიტი უნდა გამოიყენოს ინვესტორის მოსაძებნად და ჩამოსაყვანად. მართლა ხელი უნდა მოკიდო და თვითმფრინავში ჩაისვა და შენი მანქანით უნდა ჩამოიყვანო წყალტუბოში, პრეზიდენტი რომ ხარ, რომ ჩამოიყვან ერთს, 10-ს,100-ს, იმ 100-დან ხუთი ხომ მაინც გააკეთებს და ეს ხომ გახსნილი საქმეა, ეს ხომ დასაქმებული ხალხია. ეს ხომ აშენებული ინფრასტრუქტურაა. შეუძლია პრეზიდენტს? თუ მოინდომებს, შეუძლია, ოღონდ უნდა გვყავდეს პრეზიდენტი, რომელიც მოინდომებს, არ დაიმალება კაბინეტის უკან და არ იტყვის, რომ მე არ მეხება,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები