27 დეკემბერი 2024,   01:29
ვრცლად
„ენგურს გაღმა დგანან გარე ოკუპანტები, ენგურს აქეთ დგას ივანიშვილის ოკუპაციური რეჟიმი" - ნათელაშვილი

ლეიბორისტული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი ზუგდიდში მხარდამჭერებს შეხვდა.

შალვა ნათელაშვილმა ხელისუფლების კორუფციული სქემების და ბიუჯეტის ხარჯზე მაღალჩინოსნების გამდიდრების ფაქტებზე ისაუბრა.

პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, მმართველი გუნდი სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ, სუს-ის დახმარებით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ცდილობს.

ნათელაშვილმა მოსახლეობას მოუწოდა, რომ 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში აქტიური მონაწილოება მიიღონ.

„ენგურს გაღმა დგანან გარე ოკუპანტები, ენგურს აქეთ დგას ივანიშვილის ოკუპაციური რეჟიმი, რომლისგანაც ქვეყანა 28 ოქტომბერს უნდა განიკურნოს. აქ სამეგრელომ უნდა თქვას გადამწყვეტი სიტყვა,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დღის ამბები