26 აპრილი 2024,   18:11
ვრცლად
"აიხილე თვალი - შეაჩერე ძალადობა" - მუშთაიდის ბაღში აქცია-კონცერტი მოეწყო

აიხილე თვალი - შეაჩერე ძალადობა - ამ ლოზუნგით დაწყებული კამპანიის ფარგლებში, მუშთაიდის ბაღში აქცია-კონცერტი მოეწყო.

ღონისძიების მიზანია ოჯახში ძალადობის მიმართ მოსახლეობის გააქტიურება და ძალადობის დაცვის ეროვნული ხაზის ამოქმედების პოპულარიზაცია.

აქციის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა გაცნობოდა საინფორმაციო კუთხეს.

ღონისძიებაზე დარიგდა საინფორმაციო ბროშურები და ბუშტები ცხელი ხაზის გამოსახულებით, კონცერტში მონაწილეობა ცნობილმა მომღერლებმა მიიღეს.

დღის ამბები