27 დეკემბერი 2024,   01:21
ვრცლად
"ომეგა ჯგუფის" საქმის მორიგი სკანდალური აუდიოჩანაწერი - ფარცხალაძე-ყიფიანის შერიგება „ზარალამ“ და დავით მაღრაძემ სცადეს

ომეგა ჯგუფის სკანდალური საქმე და მორიგი ფარული აუდიოჩანაწერი - ფაილში ისმის ორი ახალი სახელი - „ზარალა“ და მაღრაძე.

კურიერის ინფორმაციით, „ზარალა“ ბიზნესმენი გიორგი რამიშვილია, რომელიც ოთარ ფარცხალაძის მეჯვარეა, მაღრაძე კი პოეტი დავით მაღრაძე.

ლევან ყიფიანსა და ფარცხალაძეს შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, რა დროსაც, ლევან ყიფიანი სარდაფში ჩაიყვანეს და ფიზიკურად იძალადეს, ფარცხალაძე ბიძინა ივანიშვილთან მიდის და მომხდარის შესახებ ინფორმაციას აწვდის.

ამის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი ლევან ყიფიანთან ერთად არკვევს საქმეს და ეკითხება, თუ ვინ შეაგინა პირველმა.

ლევან ყიფიანი და ოთარ ფარცხალაძის შერიგებას კი სწორედ „ზარალა“ და მაღრაძე ცდილობენ.

აუდიოფაილში პარტია ქართული ოცნების დამფუძნებელი, ლევან ყიფიანი, თავად ყვება ოთარ ფარცხალაძის ნაქირავები ოფისის სარდაფში მასზე განხორციელებული ძალადობის ისტორიაზე.

აუდიოჩანაწერში ასევე ისმის შს მინისტრის, გიორგი გახარიას, სახელიც, რომელიც მოლაპარაკებებს გამოეთიშა მას შემდეგ, რაც ფარცხალაძე ყიფიანს ფიზიკურად გაუსწორდა.

ზაზა ოქუაშვილი - მაშინ ჩვენთვის არ უთქვამს არავის იმიტომ, რომ ჩვენამდე ვერ მოდიოდნენ იმიტომ, რომ მაშინ ლევანის იდგა ჩვენს წინ. ამიტომ მოხდა ძალისმიერი რაღაცეები, ეხლა პირდაპირ გვეუბნებიან ჩვენ.

ლევან ყიფიანი - არა, ახლა მაგის გარჩევას, რომ თქმულიყო, რა შუაში და როგორც არის, სულ სხვანაირად წავიდოდა.

ზაზა ოქუაშვილი - რა შუაშია მთავრობა

ლევან ყიფიანი - არა, თქვენ რომ გეთქვათ, რა შუაშია ის ხალხიაო

ზაზა ოქუაშვილი - ეხლა?

ლევან ყიფიანი - არა, მაშინ

ლევან ყიფიანი - ანუ, მე გამოდის ისა და თქვენ რომ კითხვა დაგისვეს, თქვენ არაფერი არ უთხარით. თავისთავად ამან გამოიწვია ავარია, კონფლიქტი. თქვენ რომ გეთქვათ, რა ვიცი, კი, გახარია და იმასთან მქონდა კავშირი, სხვა ხალხი მე არ მინახია ხო, მე არ მინახია პირადად პროცესში.

ზაზა ოქუაშვილი - მეც ვეცადე, რომ მაგათ მხრივ მიღებული ადამიანი ყოფილიყო წინ, რომ მე პირდაპირ კონფლიქტში არ შევსულიყავი. სამაგიეროდ, კონფლიქტში შევიდა ადამიანი, რომლიცმ პრინციპშიმ კონფლიქტი არ უნდოდათ არაფერი, ის ჩემი კონფლიქტი იყო, მე დამანახეს, რაა. იმ დონეზე, რომ მერე ბიძინა იყო იძულებულიმ თავისი პირით ეთქვა და განემარტა და დავეყენებინე გზაზე.

ლევან ყიფიანი  - ნუ, ჩვენ გვქონდა კიდე საუბარი ერთი-ერთზე, იქ, ალბათ, უნდა „ჩოტკათ“ განსაზღვრულიყო რო, მარა სხვანაირად წავიდა.

ზაზა ოქუაშვილი - ეხლა გახარია სულ აღარ ისმის, რა

ლევან ყიფიანი - არა, გახარიამ იმ თავითვე დააფიქსირა, რომ მე ჩემი მისიაო ამ ეტაპზე მოვამთავრეო, სულ ეხლა გაუთავებლადო. ბოლო შეხვედრა ეგ იყო, მაშინ, ალბათ, ბრონის ჟილეტი ჩაეცვათ. სხვანაირად რო გეთქვა, რო მისთვის

ზაზა ოქუაშვილი - ხო მაშინ მე სხვა შანს....

ომეგას მენეჯერი -  რა, საომარი გახდებოდა?

ლევან ყიფიანი - ალბათ, ხო. აბა, როგორ?

ლევან ყიფიანი - იქ მოკლე ხანში მოხდა, რო ის ჩაერია, იმის მეგობარი და ეს ვისთანაც ურთიერთობა მაქვს და უცბათ მოხდა, რაა, ლოკალიზება ამ კონფლიქტის, იქ ძირითადად ზარალა ჩაერია, რაა

ზაზა ოქუაშვილი - ზარალა თუ მაღრაძე?

ლევან ყიფიანი - არა, მაღრაძე მერე უკვე და ზარალა მანამდე. მერე უკვე მაღრაძე შეხვდა ამ ღამის შემდეგ, მერე ის, რო ბიძინას შეხვდა.

ზაზა ოქუაშვილი - ბიძინა რო შეხვდა?

ლევან ყიფიანი - ბიძინა იმასთან ჩაერია, მე ვერ დავიჯერე და დაგიცავი

ზაზა ოქუაშვილი - მეც ვერ დავიჯერე, თვალებს არ ვუჯერებდი.

ლევან ყიფიანი - მე ვერც მივწვდი, რაა

ზაზა ოქუაშვილი - შენ კი არა, მგონი, გახარია იქ იჯდა და გახარიასაც არ სჯეროდა.

ლევან ყიფიანი - მერე რო, ნუ, მე ნუ ჩამრევთო

ზაზა ოქუაშვილი - გახარია ხო იჯდა

ლევან ყიფიანი - ხო, მარა, მერე რო დავბლოკეთ, მე ნუ ჩამრევთო.

დღის ამბები