27 დეკემბერი 2024,   02:46
ვრცლად
უკრაინა არ ყოფილა და არასდროს იქნება რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის კანონიკური ტერიტორია - პეტრო პოროშენკო

უკრაინა არ ყოფილა და არასდროს იქნება რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის კანონიკური ტერიტორია - ეს განცხადება პეტრო პოროშენკომ კიევში გამართულ მასობრივ წირვაზე გააკეთა, რომელიც უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას მიეძღვნა.

პოროშენკოს თქმით, რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას უკრაინის ეკლესიაზე არანაირი კანონიკური უფლება არ გააჩნია.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, კიევის მიტროპოლია მე-17 საუკუნიდან მოსკოვის მიერ იყო ანექსირებული და მადლობა გადაუხადა მსოფლიო პატრიარქს, რომ ეს ფაქტი უკანონობად აღიარა.

უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცედურა კონსტანტინოპოლის პატრიარქატის სინოდმა სამი დღის წინ დაიწყო. პეტრო პოროშენკომ მოსახლეობას მოუწოდა, რომ ეკლესიის ავტოკეფალიისთვის ილოცონ. 

დღის ამბები