27 დეკემბერი 2024,   02:44
ვრცლად
„არც ერთი მათგანი, „ქართული ოცნების“ წევრი დღეს არ არის" - მამუკა მდინარაძე "ევროპულ საქართველოში" მისულ კოორდინატორებზე საუბრობს

"ევროპული საქართველოს" ოფისში, რამდენიმე საათის წინ გაკეთებულ განცხადებებს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე პასუხობს. გიგი უგულავას მტკიცებით, მმართველი გუნდის რამდენიმე წარმომადგენელი "ევროპული საქართველოს" რიგებს შეუერთდნენ. უგულავა დღეს ბრიფინგზე ამ ადამიანებთან ერთად წარსდგა. 

მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ არც ერთი მათგანი ვინც დღეს ბრიფინგზე გიგი უგულავას გვერდით იდგა, მმართველი გუნდის წევრი არ არის. მისივე მტკიცებით, მსგავსი განცხადებების გაკეთება "ევროპულ საქართველოს" საკუთარი პარტიის დაშლის თავიდან ასაცილებლად სჭირდება.

„არც ერთი მათგანი, „ქართული ოცნების“ წევრი დღეს არ არის. უფრო მეტიც, ბევრი მათგანი საერთოდ არ იყო შეხებაში „ქართულ ოცნებასთან.“ რამდენიმე მათგანი იყო და აქედან ერთ-ერთი, პრაქტიკულად დაზუსტებული ინფორმაციით, მაგრამ კიდევ ვაზუსტებთ, იყო სხვა პარტიის კანდიდატიც კი, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე. თუ ეს საბოლოოდ დადასტურდება, დამეთანხმებით, რომ უგულავა და „ევროპული საქართველო“ გაეხვევიან სერიოზულ სკანდალში. ეს, ალბათ ხვდებით, რის გადასაფარად ხდება, იმის გადასაფარად, რომ მათ გაურბიან „ნაციონალურ მოძრაობაში“ თავისი წევრები. მე ვფიქრობ, რომ ამ შოუების დადგმა მათი პარტიის დაშლის პროცესს ნამდვილად ვერ უშველის და ვერ გადაფარავს,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

დღის ამბები