27 დეკემბერი 2024,   02:25
ვრცლად
"მცხეთა არის ახალი იერუსალიმი, წმინდა ქალაქი და ჩვენ თაყვანს ვცემთ ამ წმინდა ადგილს,“ - ილია მეორე

კათოლიკოს-პატრიარქმა სრულიად საქართველოს "სვეტიცხოვლობა" მცხეთიდან მიულოცა. საზეიმო ლიტურგიის შემდეგ ილია მეორემ სვეტიცხოველში შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართა. საქართველოს პატრიარქმა ქადაგებისას, მცხეთის ისტორიულ მნიშვნელობაზე ილაპარაკა.

„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. სიხარული და მწუხარება შეენაცვლებიან ერთმანეთს და როგორც ტყუპი ძმები, ბევრი რამ უნახავს სვეტიცხოველს და მცხეთას. კარგი და მძიმე. დღეს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ მადლითა სვეტისა ცხოველისა, ღმერთმა მოგვცეს მშვიდობა, სიხარული, სიყვარული მთლიანობა საქართველოისა. ჩვენ წინაპრებს უთქვამს, რომ ქართველმა ადამიანმა რომ აიღოს ხელში მიწა და გამოწუროს, მოწამეების სისხლი გამოედინება მა,. მაგრამ ამავე დროს, ჩვენ ვიცით, რომ დიდი მადლი ტრიალებს ამ წმინდა ადგილზე. მცხეთა არის ახალი იერუსალიმი, წმინდა ქალაქი და ჩვენ თაყვანს ვცემთ ამ წმინდა ადგილს,“ - განაცხადა ილია მეორემ.

ცერემონიას ტაძარში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები და თბილისის მერი ესწრებოდნენ. საქართველოს მოსახლეობას სვეტიცხოვლობა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემაც მიულოცა.

„სვეტიცხოველი იყო, არის და მუდამ იქნება ქართველი ერისთვის, ჩვენი რწმენის სიმტკიცის სიმბოლო,“ - აღნიშნა ბახტაძემ.

მართლმადიდებელი მოსახლეობისთვის სვეტიცხოვლის მნიშვნელობაზე ისაუბრა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.

სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით გამართული საზეიმო ლიტურგიის შემდეგ, მამუკა ბახტაძემ, კახა კალაძემ და სალომე ზურაბიშვილმა მცხეთის რეზიდენციაში გადაინაცვლეს, სადაც პატრიარქთან ერთად იტრაპეზეს

დღესაწაულის აღსანიშნავად ქალაქის მთავარი მოედანზე სხვადსხვა სანახაობაა წარმოდგენილი, იმართება სპორტული აქტივობები, ასევე იქ მისულ ადამიანებს ეროვნული კერძების დაგემოვნებაც შეუძლიათ. 

დღის ამბები