კახეთი ღვინის ფესტივალს მასპინძლობს. ღონისძიება გურჯაანში, კურორტ ახტალის ტერიტორიაზე გაიმართა. სტუმრები მოწვეული იყვნენ საქართველოს ყველა კუთხიდან და მათ შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქვევრის ღვინო. ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსისა და მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
მოეწყო არაერთი აქტივობა. გაიმართა ნიაზ დიასამიძისა და 33 ა-ს კონცერტი.
ფესტივალი დღის ბოლოს ფილმის - "საქართველო ღვინის სამშობლოს" ჩვენებით დასრულდა.