27 დეკემბერი 2024,   01:58
ვრცლად
თურქეთში მომხდარ ავარიას 19 ადამიანი ემსხვერპლა

იზმირის რეგიონში, სატვირთო მანქანა, რომელსაც მიგრანტები გადაჰყავდა, გზიდან გადავიდა, ჯებირი გაანგრია და არხში ჩავარდა. წინასწარი ინფორმაციით, ავარიას 19 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები და ქალები.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილები არალეგალი მიგრანტები არიან, რომლებიც თურქეთიდან საბერძნეთის კუნძულზე მდებარე არალეგალთა ბანაკში გადაჰყავდათ. რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან დაღუპულები ამ დროისთვის უცნობია. მედიის ცნობით, ავარიას 11 ადამიანი გადაურჩა, მათ შორის სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

გადარჩენილები სამედიცინო პროცედურების ჩატარების შემდეგ დაიკითხებიან.

დღის ამბები