27 დეკემბერი 2024,   01:58
ვრცლად
უწყლოდ დარჩენილი სოფელი, სადაც ადგილობრივებს წყლის მოტანა ჯანმრთელობის რისკის ფასად უწევთ-ნაკიფუში დახმარებას ითხოვენ

უწყლოდ დარჩენილი სოფლის ნაკიფუს მცხოვრებლების დახმარებას ითხოვენ. მოსახლეობა წყალს უკვე წლებია კილომეტრ-ნახევრიან ციცაბო ფერდობიდან ეზიდება. გზა იმდენად რთულია, რომ ერთ ჯერზე მხოლოდ ერთი ჭურჭლის ტარებაა შესაძლებელი. თანაც ხევში, საიდანაც ადგილობრივები წყალს ეზიდებიან, ჩასვლა ყველას არც შეუძლია.

ადგილობრივები ხელისუფლებას უყურადღებობასა და დაპირებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ.

უწყლობა ადგილობრივების კიდევ ერთი მწვავე პრობლემას უწყობს ხელს. დიდი რაოდენობით ფაროსანასგან დაბინძურებულ სახლებს სოფლის მცხოვრებლები სათანადოდ ვერ ასუფთავებენ. მათი თქმით, მწერებისგან სოფელს ძალიან დიდი ზიანი ადგება, რამდენჯერმე ადგილობრივმა ხელისუფლებამ საკარმიდამო ნაკვეთები შეწამლა, თუმცა მწერი არ განადგურდა.

სოფელში ჭაბურღილიც არსებობს, რომელიც რამდენიმე წლის წინ გაითხარა და მხოლოდ ერთი კვირა იმუშავა. პროექტისთვის ნახევარი მილიონი დაიხარჯა და წალენჯიხის მაშინდელმა გამგებელმა ის, როგორც დასრულებული პროექტი ჩაიბარა, თუმცა სოფლის მცხოვრებლები წყლით მაინც არ მარაგდებიან. ადგილობრივები ამ საქმის გამოძიებასაც ითხოვენ.

ავტორი: ემა გოგოხია.

დღის ამბები