27 დეკემბერი 2024,   02:24
ვრცლად
აიღე შვებულება, გაიარე გასაუბრება და საცხოვრებლად დარჩი-ვერმონტის ხელისუფლება ტურისტებს მუდმივსაცხოვრებელ პირობებს სთავაზობს

აიღე შვებულება, გაიარე გასაუბრება და სურვილის შემთხვევაში საცხოვრებლად დარჩი - ასეთია ამერიკის ერთ-ერთი შტატის, ვერმონტის ხელისუფლების სლოგანი. ახალი კამპანია შტატში მოსახლეობის რაოდენობის გაზრდისთვის და დემოგრაფიული სურათის შესაცვლელად წამოიწყეს. ინიციატივა ტურისტების ნაწილმა სიამოვნებით მიიღო.

ამერიკის ჩრდილო აღმოსავლეთით მდებარე შტატის მოსახლეობა, რომელიც 625 ათასს შეადგენს, ნელ-ნელა მცირდება. დემოგრაფიული სურათის შესაცვლელად ვერმონტის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ადამიანები მსოფლიოს ნებისმიერი ქალაქიდან მოიპატიჟოს.

სხვა შტატებისგან განსხვავებით აქ დარჩენილებს მაღალ ანაზღაურებას, დაბალ გადასახადებს და თავისუფალ ბიზნესგარემოს სთავაზობენ.  

ავტორი: თათია წოწონავა

დღის ამბები