27 დეკემბერი 2024,   02:41
ვრცლად
"ჩემთვის ყველაზე საშიში არის პარალელების გავლება 37 წელთან" - მხატვარი რუსუდან ფეტვიაშვილი სკანდაურ ჩანაწერებს ეხმაურება

გავრცელებულ სკანდალურ ჩანაწერებს მხატვარი რუსუდან ფეტვიაშვილი ეხმაურება. სახელმწიფოს მართვის დღევანდელ მეთოდებში ფეტვიაშვილი წითელი, რეპრესიული წარსულის ანარეკლს ხედავს. საჯარო პოლიტიკური განცხადებებით არასდროს გამოირჩეოდა, თუმცა დღეს საჯაროდ საუბარი იმ მძიმე პერსპექტივამ გადააწყვეტინა, რომელის წინაშეც საქართველო დგას.

„ეს ყველაფერი არის უკან გადადგმული ნაბიჯი თავისთავად ცხადია, იმიტომ რომ ადამიანის ღირსებას  როცა ეხება ასე მკაფიოდ და როცა დაშინებას, დაშინება ეს უკვე უკან გადადგმული ნაბიჯია. ჩემთვის ყველაზე საშიში არის პარალელების გავლება 37 წელთან იმიტომ, რომ მაშინაც ხდებოდა ადამიანების დაშინება. სრულიად დაუცველი იყო ადამიანი სახელმწიფოს წინაშე და ეს იყო ყოვლად დაუშვებელი. ადამიანს  უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ თავის სიმართლე დაამტკიცოს. კაცთმოყვარე ადამიანს ამაზე ერთადერთი რეაქცია შეიძლება ჰქონდეს. ეს არის ყოვლად დაუშვებელი და მითუმეტეს როდესაც ეს ეხება ბავშვებს, მოზარდებს,“-განაცხადა მხატვარმა რუსუდან ფეტვიაშვილმა. 

დღის ამბები