27 დეკემბერი 2024,   02:26
ვრცლად
„პრაქტიკულად, ბირჟავიკები არიან თანამდებობებზე,“ - თამარ ივერი სკანდალურ ჩანაწერებს აფასებს

„დღეს, ესე იგი, პრაქტიკულად, ბირჟავიკები არიან თანამდებობებზე,“ - ეს შეფასება ქართველმა სოპრანომ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საუბრისას გააკეთა.

ფარული ჩანაწერი, სადაც არაფორმალურ შეირაღებულ დაჯგუფებებზე, ადამიანების გატაცებასა და წამებაზეა საუბარი, თამარ ივერისთვის მიუღებელია. მისი თქმით,  წარმოუდგენელია რომ მსგავსი ენით მოსაუბრე ადამიანები წყვეტენ საქართველოს ბედს. 

„დღეს, ესე იგი, პრაქტიკულად, ბირჟავიკები არიან თანამდებობებზე. რა თქმა უნდა, ყველას არ ვგულისხმობ, მაგრამ ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორც მოქალაქისთვის, მით უმეტეს, ევროპაშიც ვცხოვრობ, რომ ესეთი ენით მოსაუბრე ადამიანები წყვეტენ საქართველოს და ახალგაზრდების, გარდაცვლილი ახალგაზრდების ბედს, ქალაქის კრიმინალური ცხოვრების ბედს. მე გულით მეცოდება ის ადამიანი, ბატონი ზაზა სარალიძე, მახსოვს პირველად რომ დააანონსა მიტინგი, იქ ვიდექით და ძალიან უთანაგრძნობდით. ეს ადამიანი ყოველდღე დგას იმ ადგილას, ფეხი არ მოუცვლია რა ქარცეცხლი არ გამოიარა და მაინც ვერ აღწევს სამართალს. თურმე ეს სამართალი ვიღაცის ჯიბეშია. მე ამ პარტიას 2012 წელს მივეცი ხმა, მე მჯეროდა ოპტიმისტი ვარ და სადღაც კიდევ არ მინდა დავიჯერო,“ - განაცხადა თამარ ივერმა. 

დღის ამბები