27 დეკემბერი 2024,   02:28
ვრცლად
„პროცესები იმართება გარკვეული დაჯგუფებების და კლანების მიერ,“ - თათა ცოფურაშვილი

„პროცესები იმართება გარკვეული დაჯგუფებების და კლანების მიერ,“ - ეს განცხადება ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, თათა ცოფურაშვილმა გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გააკეთა.

ცოფურაშვილი საგანგაშო სიგნალებზე საუბრობს. 

„პროცესები იმართება გარკვეული დაჯგუფებების და კლანების მიერ, გარკვეული მაფიოზური ლოგიკით, თუ შეიძლება ასე ითქვას. ეს პარამილიტარული დაჯგუფებების შესახებ გაჟღერებული მოსაზრება, რა თქმა უნდა, არის ძალიან საგანგაშო, მით უმეტეს, რომ საქართველოს, არც თუ შორეულ წარსულში აქვს სწორედ ამის ძალიან მძიმე გამოცდილება, როდესაც ქვეყანა სწორედ პარამილიტარული დაჯგუფებების მიერ იმართებოდა. გარკვეული თვალსაზრისით, ეს არის საგანგაშო სიგნალი იმისა, ვბრუნდებით ჩვენ თუ არა უკან ნელი სვლით,“ - განაცხადა თათა ცოფურაშვილმა. 

 

 

დღის ამბები