27 დეკემბერი 2024,   02:45
ვრცლად
2.71 - ლარი გაუფასურებას, პროდუქტები კი გაძვირებას განაგრძობს

ლარის მორიგი გაუფასურება - ეროვნულმა ვალუტამ ვარდნის ახალი სეზონი დაიწყო. ერთ დოლარი კომერციულ ბანკებში უკვე 2 ლარი და 71 თეთრად იყიდება. რეკორდულ ნიშნულს მიაუახლოვდა ევროს ფასი, ერთი ევროს შესაძენად 3 ლარი და 15 თეთრია საჭირო. ლარმა გაუფასურება დღეს დილიდან დაიწყო. ხუთ საათზე კი ახალი კურსი ეროვნულმა ბანკმა დაადგინა. ერთი ამერიკული დოლარის შეძენა სავალუტო ჯიხურებში 2 ლარად და 68 თეთრადაა შესაძლებელეროვნული ბანკის მიერ დაფიქსირებული კურსი, კომერციულ ბანკებსა და ვალლუტის გადამცვლელ ჯიხურებში ტრადიციულად უფრო დაბალია.

ეკონომისტები კვლავ მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკაში უხეშ შეცდომებზე საუბრობენ და პროგნოზს ვერ აკეთებენ - ლარისთვის გაუფასურების ფსკერი არ არსებობს.

დღის ამბები