27 დეკემბერი 2024,   02:41
ვრცლად
"ამ ყველაფერს ძალიან ბინძური სახელი - ანგარება ჰქვია,“ - თაკო ჩარკვიანი სკანდალურ ჩანაწერებს ეხმაურება

„მე ვიცავდი ირინა ენუქიძის უფლებებს, დღეს ვიცავ ზაზა სარალიძის უფლებებს,“ - ეს განცხადება პუბლიცისტმა თაკო ჩარკვიანმა გავრცელებული ფარული ჩანაწერების შეფასებების დროს გააკეთა.

თაკო ჩარკვიანი სკანდალურ აუდიო ჩანაწერს აფასებს, რომელიც „რუსთავი 2“- მა გაავრცელა. 

„მე ვიცავდი ირინა ენუქიძის უფლებებს, დღეს ვიცავ ზაზა სარალიძის უფლებებს. ეს ადამიანები არიან, რომლებმაც იცვალეს ელფერი ქამელეონებივით და მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ლაგამი აქვთ ამოდებული ფეოდალის მიერ და კიდევ ვიმეორებ, იქნებ მადლიერების საფასურად, სახელმწიფოებრიობის დათმობა არ არსებობს. ამ ყველაფერს ძალიან ბინძური სახელი - ანგარება ჰქვია,“ - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

 

დღის ამბები