27 დეკემბერი 2024,   02:55
ვრცლად
"ბანდფორმირებებზე როცა არის ლაპარაკი, ეს არის საშინელი ამბავი," - ლუბა ელიაშვილი სკანდალურ ჩანაწერებზე საუბრობს

"ბანდფორმირებებზე როცა არის ლაპარაკი, ეს არის საშინელი ამბავი," - ეს განცხადება ჟურნალისტმა ლუბა ელიაშვილმა გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გააკეთა. 

ელიაშვილის თქმით, მომხდარში ამომრჩევლის დანაშაულიცაა, რომელიც მისი თქმით საკუთარ ხმებს ყიდის.

„იმ დროსაც რაღაც პოზიტივი, თითქოს ამოწურა იმ ხელისუფლებამ და უკვე ნეგატივში წავიდა და ეს იყო პრობლემა და ამან ძალიან ადრე ამოწურა თავის პოზიტივი და ძალიან მალე ისეთ ნეგატივში გადავედით, სადაც უკვე ბანდფორმირებებზე როცა არის ლაპარაკი, ეს არის საშინელი ამბავი და როდესაც ადამიანი, რომელსაც სტატუსი აქვს სერიოზული, როცა ქუჩური გარჩევა რომ ეწყობა სახელმწიფო სტატუსის ადამიანებს შორის და რომლებიც უნდა ქვეყნის წინ წასვლაში და სახელმწიფოებრივი აზროვნებით უნდა იყვნენ გამორჩეულები, ეს არის შემზარავი სანახავი თითოეულისთვის და ამაში განსაკუთრებით დამნაშავე არის ის ამომრჩეველი, რომელიც საკუთარ ხმას ყიდის კაპიკებად და მერე ტყუილად ელოდება, რომ მას ვინმე იქეთ მიხედავს,“ - განაცხადა ლუბა ელიაშვილმა.

 

დღის ამბები