27 დეკემბერი 2024,   02:46
ვრცლად
ვიქტორ ჯაფარიძე არის ხელისუფლების მესენჯერი - ელისო კილაძე

„ვიქტორ ჯაფარიძე არის ხელისუფლების მესენჯერი,“ - ეს განცხადება "ქრონიკა +"-ის რედაქტორმა, ელისო კილაძემ „არჩევანის“ ეთერში სკანდალურ აუდიოჩანაწერზე საუბრისას გააკეთა, რომლის ერთ-ერთი ფიგურანტი, სწორედ დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძეა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე მირზა სუბელიანთან ციხეში ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანთან, გენერალური ინსპექციის ყოფილ თანამშრომელთან და მირზა სუბელიანის მარჯვენა ხელთან, დათო ცუხიშვილთან ერთად იმყოფებოდა.

მირზა სუბელაინი სწორედ ჯაფარიძეს სთხოვს, რომ მისი სათქმელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის, შს მინისტრს, გიორგი გახარიას გადასცეს.

ელისო კილაძე ამბობს, რომ შემთხვევით არ არის, რომ სუბელიანთან სწორედ ჯაფარიძე შევიდა, რადგან ხელისუფლება მას სხვადასხვა მოლაპარაკებაზე ხშირად აგზავნის, რის მაგალითადაც ჰესებთან დაკავშირებით, როდესაც სვანეთში ინვესტორის შეყვანა იგეგმება.

„ამ საბაბით ვიქტორ ჯაფარიძე სუს-ში იმყოფებოდა ვახტანგ გომელაურთან და ამ შეხვედრაზე შემოვიდა იოსებ გოგაშვილი. მე პირველ წყაროდან მიღებულ ინფორმაციაზე გელაპარაკებით, რომელმაც ვიქტორ ჯაფარიძეს უთხრა და ყველას ახსოვს, ალბათ, გახმაურებული თავდასხმა შს მინისტრის ყოფილ მოადგილეზე, გელა ხვედელიძეზე და პირდაპირ დაავალეს ჩემთან ვიქტორ ჯაფარიძეს, რომ გელა ხვედელიძეზე თავდასხმა იყო ოთარ ფარცხალაძის ზონდერ ჯგუფის მიერ ორგანიზებული და ეს იყო იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ რაღაც გამონათქვამები თურმე  ჰქონდათ ხელთ. რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია იმავე დღეს ასევე ჩვენი საერთო მეგობრის მეშვეობით ჩემამდე მოვიდა, ეს იყო არასწორი ინფორმაცია, იმიტომ, რომ ამ თავდასხმის ორგანიზატორობა რეალურად სოსო გოგაშვილს ჩამორეცხავდა. ლამის დაზუსტებული ინფორმაცია მაქვს სახელებზე და გვარებზე, ვინ მონაწილეობდა ხვედელიძეზე თავდასხმაში და ეს იყო გოგაშვილის ბანდა, დიახ, ნამდვილად, ხელისუფლებაში სხვადასხვა შტოებს ჰყავს თავიანთი შეიარაღებული ზონდერები, გოგაშვილის შემთხვევაში ეს არის ძმები კევლიშვილების ზონდერები, რომლებსაც თელავში აქვთ საბაზისო სპორტს კოლა, სადაც ისინი გადიოდნენ წვრთნებს ანუ ვიქტორ ჯაფარიძე ამ შემთხვევაშიც იყო გამოყენებული რაღაც ინფორმაციის გამოსატანად,“ - განაცხადა კილაძემ.

დღის ამბები