27 დეკემბერი 2024,   02:47
ვრცლად
"აღშფოთებლი ვარ, შეშინებული ვარ, ამას ნამდვილად არ ველოდი..."-თამრიკო ჭოხონელიძე სკანდალურ ჩანაწერებს ეხმაურება

„თურმე ქვეყანაში ისეთი რამე ხდება, რომელიც დაუჯერებელია, არ გინდა დაიჯერო“-ასე ეხმაურება თამრიკო ჭოხონელიძე ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს. მათ შორის ის ასახელებს როგორც სკანდალურ ჩანაწერებს, ასევე დავით სარალიძისა  და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეებს. მომღერალმა პარალელი გაავლო 2012 წელთან და აღნიშნა, რომ  მაშინ ის იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც გარეთ გამოვიდა და ახლაც ის არის აღშფოთებული იმ მოვლენებით, რაც ქვეყანაში ხდება.

„ფაქტი სახეზეა, რომ აღშფოთებლი ვარ, შეშინებული ვარ ძალიან როგორც ქალი. ამას ნამდვილად არ ველოდი. როდესაც თავის დროზე ციხის კადრები აჩვენებს მე პირველი გავედი. აღშფოთებას ვერ ვმალავდი და მოვუწოდებდი დედებს, რომ მოდით აქ და ვისაც შვილები გყავთ ნახეთ რა ხდება  და ა.შ. მერე ზოგი ამბობდა, რომ დადგმულია ...“-განაცხადა თამარ ჭოხონელიძემ და აღნიშნა რომ მაშინ წასასვლელები უნდა წასულიყვნენ და წავიდნენ კიდეც.

მომღერალი აცხადებს, რომ პროკურატურას არ ენდობა. თამრიკო ჭოხონელიძის განცხადებით  ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა ვერ მოხდება მხოლოდ ერთი მიზეზით - ისინი საკუთარ თავებს არ დაისჯიან.

„ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ამ საქმეს აუცილებლად გაეცემა პასუხი. ძალიან კარგი, გასცენ პასუხი. მე იმ საზოგადოების წევრი ვარ, რომელიც ველოდები მათგან პასუხს. თუმცა  მე ვთვლი, რომ ის გამოძიება, რომელიც უნდა ჩატარდეს, მათ არ უნდა ჩაატარონ იმიტომ რომ ეს არ იქნება ნამდვილად ობიექტური, იმიტომ რომ საკუთარ თავს თუ დასასჯელები არიან არ დასჯიან,“-განაცხადა თამრიკო ჭოხონელიძემ და აღნიშნა, რომ იმ ქვეყანაში სადაც ფონდ „იავნანას“ საქმეს იძიებენ, შეუძლებელია სხვა საქმეებზე ჭეშმარიტება დაადგინოს.

დღის ამბები