27 დეკემბერი 2024,   02:24
ვრცლად
„სასაცილოდ გამოიყურება პარტია, რომელიც გვაყურებინებდა სასტიკ კადრებს და ამბობს, რომ ეს ჩანაწერები უნდა გამოიძიოს“-ლევან ღამბაშიძე

ფილოსოფოსი, გადაცემა „კვირის შუადღის“ წამყვანი ლევან ღამბაშიძე იმ რეაქციას ეხმაურება, რომელიც სკანდალური ჩანაწერების გავრცელების შემდეგ, ხელისუფლებას ჰქონდა. ლევან ღამბაშიძე აცხადებს, რომ სასაცილოა ის ფაქტი, რომ გუნდი, რომელიც სასტიკ კადრებს აჩვენებდა მოქალაქეებს, დღეს საუბრობს იმაზე, რომ უნდა დადგინდეს საიდან მოვიდა ჩანაწერები.

„მე არ ვარ იმის მომხრე, რომ რადგან ერთი აკეთებდა ამიტომ მეორე, რომ გააკეთებს უნდა წამოაძახო. ძალიან სასაცილოდ გამოიყურება მაგალითად ეკა ბესელია, რომელიც ამბობს, რომ ეს კადრები უნდა გამოვიძიოთ საიდან მოვიდა. ამას ამბობს პარტია, რომელიც საჯაროდ გვაყურებინებდა ქალაქის ცენტრებში სისასტიკის ამსახველ კადრებს,“-განაცხადა ლევან ღამბაშიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს მართავს ის ადამიანი, ვისაც საერთოდ არ აინტერესებს ხალხის აზრი. ლევან ღამბაშიძე ამბობს, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში სახელმწიფო ინსტიტუციები ერთმანეთს აკონტროლებენ და ყველა ერთად ემსახურება ხალხის ინტერესებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები