27 დეკემბერი 2024,   07:21
ვრცლად
სისტემური დანაშაული ფონდ "იავნანას" წინააღმდეგ - პაატა ბურჭულაძე ოპოზიციის ლიდერებს ხვდება

მსოფლიო ბანი, პაატა ბურჭულაძე ფონდ „იავნანას“ წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით, ოპოზიციის ლიდერებს ხვდება.  ბურჭულაძე ამ წუთებში, მათ საქმის დეტალებს და პოლიტიკური შურისძიების მიზეზებს აცნობს.

შეხვედრის დაწყების წინ, პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის წევრებს იმ ზარალის შესახებ გააცნობს ინფორმაციას, რომელიც ბოლო დროს ფონდ „იავნანას“ მიადგა.

ბურჭულაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს ფონდ“ იავნანას“ ოფისი პირადად დაათვალიერებინა.

„გავაცნობთ იმ სისტემურ დანაშაულს, რაც ჩაიდინა მთავრობამ ჩვენი ფონდის წინააღმდეგ და რა ზარალი მოგვადგა, რომელსაც აუცილებლად გადაიხდის ბიძინა ივანიშვილი თავის სახსრებიდან. ეს თანხა უნდა მოხმარდეს მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს და ყველა იმ ოჯახს, რომელსაც სჭირდება დახმარება. ეს მოხდა იმიტომ, რომ ქველმოქმედება და ხალხის გაერთიანება არ უნდა იყოს, უნდა იყოს ერთი ადამიანი, როგორც თვითონ ჩათვალა საჭიროდ ბიძინა ივანიშვილმა. ეს მას არ გამოუვიდა და არასდროს არ გამოუვა. ეს არ არის ის სახელმწიფო, სადაც შეიძლება ითარეშოს ასე ადამიანმა,“ - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

დღის ამბები