27 დეკემბერი 2024,   07:13
ვრცლად
ივანიშვილისა და „ქართული ოცნებისთვის“ დამახასიათებელი ხელწერა - ოპოზიციის წევრები „იავნანას“ წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას აფასებენ  

ივანიშვილისა და „ქართული ოცნებისთვისთვის“ ძალიან დამახასიათებელი ხელწერა - ასე აფასებენ ოპოზიციაში ფონდ „იავნანას“ წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას. 

ოპოზიციის წევრები პაატა ბურჭულაძის წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკურ შურისძიებასა და სისტემურ შეტევაზე საუბრობენ.

„გასაგებია, რომ ეს ინსტიტუცია არ გამხდარიყო ამ ე.წ. ბანდიტური ხელისუფლების და ქურდული ოცნების შეტევის მსხვერპლი, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჩვენი სახელმწიფოს 27 წლიანი ისტორია დამოუკიდებლობის აღდგენიდან, აჩვენებს, რომ ყველაფერი მაინც დგება თავის ადგილზე, ყველაფერს ეძლევა ლოგიკური შეფასება, ისტორია და ქართველი ხალხი ყველაფერს განსჯის ძალიან სწორად,“ - განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ.

ფონდ „იავნანას“ წინააღმდეგ დაწყებულ საქმესთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა საპარლამენტო უმცირესობის მდივანმა, ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრმა, ირაკლი აბესაძემ. იგი აღნიშნავს, რომ ხელისუფლება წარმატებულ ადამიანებს ანადგურებს.

„შეტევა "ფონდ იავნანაზე" ეს არის ივანიშვილის და „ქართული ოცნებისთვის“ ძალიან დამახასიათებელი ხელწერა. მათ შეუძლიათ სრულიად გაანადგურონ წარმატებული ადამიანები თუ წარმატებული პროექტები მხოლოდ და მხოლოდ მათი პოლიტიკური მიუღებლობის გამო,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

სისტემურ შეტევა, რეპრესია და პოლიტიკური ანგარიშსწორება ბიძინა ივანიშვილის მხრიდან პაატა ბურჭულაძის წინააღდეგ - ასე აფასებს „ფონდ იავნანას" წინააღდეგ მიმდინარე საქმეს პოლიტიკური მოძრაობის ”სახელმწიფო ხალხისთვის” თავმჯდომარე, ნიკა მაჭუტაძე.

„ამ კეთილშობილი და მაღალი საქმის წინააღმდეგ მიდის სისტემური სახელისუფლებო შეტევა,“ - განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.

გაცხადება გააკეთა ”ახალი მემარჯვენეების” თავმჯდომარემ, მამუკა კაციტაძემ, რომელმაც მიმდინარე მოვლენებს წესების გარეშე გამართული პოლიტიკური ბრძოლა უწოდა. 

„ეს არის პოლიტიკური ბრძოლა წესების გარეშე, რომელიც როგორც ჩვეულებრივი მოვლენა, ისე იქცა საქართველოში,“ - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

შეხვედრაზე იმყოფებოდა ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” მთავარი საბჭოს წევრი, გიორგი ახვლედიანიც, რომელმაც განაცხადა, რომ შთაბეჭდილება რჩება, რომ ხელისუფლებას შურისძიება ამოძრავებს.

„რეალურად, რაიმე თუ არსებობს, რაიმე ხელმოსაკიდი დანაშაული ჩადენილი ამ ფონდის მიერ ეჭვი მაქვს ხელისუფლება ამას დიდი ხანია ამას საზოგადოებას ეტყოდა,“ - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.

განცხადება გააკეთა პარტია ”თავისუფლების” თავმჯდომარემ, კონსტანტინე გამსახურდიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ  ფონდი "იავნანა" არის ორგანზაცია, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან თანადგომას და დახმარებას საჭიროებს. 

 

 

 

დღის ამბები