27 დეკემბერი 2024,   07:16
ვრცლად
პრემიერი მთავრობის სხდომას მოიწვევს თუკი მას პრეზიდენტი მიმართავს და არა მისი საპარლამენტო მდივანი

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური მიმართვის შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრი მზად იქნება მთავრობის სხდომა დანიშნოს, რომელსაც გიორგი მარგველაშვილი დაესწრება. 

ამის შესახებ განცხადება, მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ნათია მიქელაძემ გააკეთა. მიქელაძის ინფორმაციით, პრემიერი მზადაა, მინისტრთა კაბინეტის სხდომა მოიწვიოს, თუ მთავრობას პირადად პრეზიდენტი მიმართავს და არა მისი საპარლამენტო მდივანი. 

მისი განმარტებით, მთავრობის ადმინისტრაციაში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა ნაცვლიშვილის მიერ იქნა წერილი გაგზავნილი, რაც კანონმდებლობით დადგენილ წესს არ შეესაბამება.

იმ შემთხვევაში კი თუ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იქნება პრეზიდენტის მიერ წინადადება წარდგენილი, რომ ცალკეული საკითხი განხილული იქნას საქართველოს მთავრობის სხდომაზე, მთავრობა  მოთხოვნას განიხილავს და მის შესრულებას უზრუნველყოფს. 

“მთავრობის ადმინისტრაცია გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, კანონმდებლობით დადგენილი წესით თუ იქნება წარმოდგენილი წინადადება, რომ ცალკეული საკითხი განხილული იქნას საქართველოს მთავრობის სხდომაზე, ჩვენ ამას განვიხილავთ და ვუზრუნველყოფთ. საქართველოს კონსტიტუციის სწორედ ეს მუხლი ითვალისწინებს, რომ პრეზიდენტია უფლებამოსილი, რომ მიმართოს საქართველოს მთავრობას. ამ შემთხვევაში პროცედურულად საპარლამენტო მდივანი პრეზიდენტის, მის მიერ იქნა გამოგზავნილი წერილი მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე. თუნდაც ეს კანონმდებლობით დადგენილ წესს უკვე არ შეესაბამება,“-განაცხადა ნათია მიქელაძემ.

მთავრობის საპარლამენტო მდივანი გამოეხმაურა ასევე კონსტიტუციონალისტებისა და ოპოზიციის შეფასებას, რომ პრეზიდენტის მოთხოვნაზე მამუკა ბახტაძის უარის შემდეგ მისი იმპიჩმენტის საკითხი უნდა დადგეს. ნათია მიქელაძე ამბობს, რომ ამის საფუძველი ნამდვილად არ არსებობს.

„იმპიჩმენტის საფუძველი კონსტიტუციით იცით რომ განსაზღვრული არის მთავრობის წევრის მიერ კონსტიტუციის დარღვევა ან დანაშაულის ჩადენის ფაქტი. თუმცა არც ერთ მათგანთან დღეს ჩვენ სახეზე  არ გვაქვს. უარი მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან არ თქმულა. აქ საუბარია იმაზე, რომ დადგენილი წესით თუ კი იქნება მომართვა რა თქმა უნდა ვიმსჯელებთ პირადად,“-განაცხადა ნათია მიქელაძემ. 

დღის ამბები