27 დეკემბერი 2024,   07:22
ვრცლად
ავღანეთში დეპუტატობის კანდიდატი ააფეთქეს

ავღანეთში დეპუტატობის კანდიდატი ააფეთქეს. აბდულ ჯაბარ ქარამანი ადგილზე დაიღუპა. აფეთქება იმ დროს მოხდა, როდესაც პარლამენტის წევრი მიმდინარე კვირაში დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით თავის ოფისში მრჩევლებს ხვდებოდა.

ბომბი დეპუტატის სკამის ქვეშ იყო დამონტაჟებული. მასთან ერთად ადგილზე დაიღუპა ოთხივე მრჩეველი. მომხდარზე პასუხისმგებლობა მოძრაობა თალიბანმა აიღო. 

ქარამანი მეათე კანდიდატია, რომელიც ბოლო 2 თვის განმავლობაში ავღანეთში მოკლეს.

დღის ამბები